მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 1:2

1. ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.2. თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.3. სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
ამოსი თავი 1
2. თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. დაფარული ცოდვა და მოყვასის ზრუნვა:

...წინასწარმეტყველი თვით უგრძნობელ სტიქიებსაც კი მოუწოდებს საერთო ბოროტებათა გამო გლოვის განვრცობისა და თანაზიარობისკენ და ამბობს: „განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად“ (). და კვლავ: „განჴმა თხემი კარმელისაჲ“ (); „იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან“ (). უსულო ქმნილებანი გლოვობენ, კვნესიან და მეუფესთან ერთად მრისხანებენ; შენ კი, გონიერი არსება, არ გტკივა? არ ამხილებ, ღვთის კანონთა მკაცრ დამცველად არ დგები, არამედ თანაზიარიც ხდები? და რა შენდობა შეიძლება გქონდეს? ნუთუ ღმერთს შურისმაძიებელი სჭირდება? ნუთუ შემწეთა საჭიროება აქვს? არამედ სურს, რომ ამის მსახური გახდე, რათა იმავე ცოდვებში არ ჩავარდე: სხვის ცოდვაზე აღშფოთებისას უფრო ფხიზელი და თავშეკავებული გახდე და ამითაც შენი ღვთისმოყვარეობა აჩვენო.

როცა სხვის ცოდვას გვერდს აუვლი, მის გამოსასწორებლად არაფერს მოიმოქმედებ და არც...

სრულად ნახვა