მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 4:11

10. შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.11. დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.12. ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ!
ამოსი თავი 4
11. დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქმნილების ზნეობრივი სწავლება და მადლიერება:

...ს, ვინც ყოველივე ამას ზედმიწევნით განიხილავს, საკმარისიც არის და ძალმოსილიც, რომ მადლიერებისკენ აღძრას. ამას ცხადყოფდა ღმერთი ერთი წინასწარმეტყველის პირით, როცა სასჯელებსაც კეთილისყოფად წარმოაჩენდა და ამბობდა: „დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ“ (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვწვრთნიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.

ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს: კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხეში დასვა, და კვლავ კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხიდან განდევნა; კეთილისმყოფელი იყო, როცა წარღვნა მოავლინა, და კეთილისმყოფელი იყო, როცა სოდომელთა ის...

სრულად ნახვა