მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 4:9

8. მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.9. მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.10. შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
ამოსი თავი 4
9. მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქმნილების ზნეობრივი სწავლება და მადლიერება:

...ღძრას. ამას ცხადყოფდა ღმერთი ერთი წინასწარმეტყველის პირით, როცა სასჯელებსაც კეთილისყოფად წარმოაჩენდა და ამბობდა: „დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ“ (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვზრდიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.

ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, კერძოდ: კეთილისმყოფელმა დასვა სამოთხეში და კვლავ კეთილისმყოფელმა განდევნა სამოთხიდან; კეთილისმყოფელმა მოავლინა წარღვნა და კეთილისმყოფელმა ჩამოიტანა სოდომელთა ის ცეცხლი. და რაც კი ვინმემ მომხდართაგან დაასახელოს, თითოეულს იგი კეთილისყოფად აქცევ...

სრულად ნახვა