მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ამოსი 5:9

8. რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.9. დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხე-სიმაგრეს.10. შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს.
ამოსი თავი 5
9. დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხე-სიმაგრეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიმდაბლის ამაღლება და ბერწის ნაყოფიერება:

...ალმ 112:7). რადგან მცირეთა აღზევებაც დიდი და მეტად გამოუთქმელი ძალის საქმეა. სხვაგან კი საწინააღმდეგოსაც წარმოაჩენს: რომ დიდებსაც ამდაბლებს, როცა ასე ამბობს: „განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი“ (). აქ კი ნათქვამია, რომ მცირეთა აღზევება შეუძლია. ამ სიტყვას, მაშ, ზოგადი მნიშვნელობაც აქვს. ხოლო თუ ვინმე მის ანაგოგიურ აზრსაც გაიგებს, ამას წარმართებზე აღსრულებულად დაინახავს და ამასვე ჩვენს ადამიანურ ბუნებაშიც იხილავს ქრისტეს მოსვლისას. რადგან რა არის ჩვენს ბუნებაზე უფრო გლახაკი? მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აღადგინა და ჩვენს პირველნაყოფთან ერთად ზეცად აიყვანა და მამობრივ საყდარზე თანადასვა.

და კიდევ: „და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;“ (). აქ „სკორეს...

სრულად ნახვა