მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ანგია 1:4

3. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:4. იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?5. ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
ანგია თავი 1
4. იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 131-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. დავითის მოშურნეობა და ტაძრის ძიება:

...ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“** (). ამის საპირისპიროს გამო კი თვით იუდეველები მხილებულნი იყვნენ ღმერთისგან, რომელიც ამბობდა: „უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს.“ (). „ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“ (). კვლავ იხილე აქედანაც მისი გულმოდგინება და მზრუნველობით აღსავსე სული. მეფე, რომელიც ყოველივეზე ხელმწიფებდა, ამბობს: „ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.“ (). რადგან მას უბრალოდ აშენება კი არ სურდა, არამედ აშენება ყველაზე შესაფერის ადგილას, რომელიც ტაძარს მეტად შეჰფეროდა; ეს კი ძიებასაც მოითხოვდა. ამგვარად იყო იგი სულით მღვიძარე. „ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.“ (

სრულად ნახვა