მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ანგია 2:10

9. პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.10. მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:11. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული:
ანგია თავი 2
10. მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. აღდგენილი სიონი და შთამომავლობის სწავლება:

...როგორიც დაკარგეს, არამედ ბევრად უკეთესი, უფრო ბრწყინვალე, უფრო გამოჩენილი, უფრო დიდი, უფრო უხვი, უფრო ძლიერი და უფრო ვრცელი — თავისი შენობებით, სავაჭრო საქონლით, ძალითა და ქონებრივი სიმდიდრით.

რადგან ამბობს: „დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა“ (). იგი ხალხს შეაგონებს და თითქმის ამას ეუბნება: აჰა, ეს ქალაქი, უიმედოდ მიჩნეული, იმედგადაწყვეტილი, ნანგრევად ქცეული, როგორ დაუბრუნდა უფრო ბრწყინვალე სახეს? მაშ, სწორედ ეს ყველაფერი შეისწავლეთ: მისი ნაგებობები, ბრწყინვალება, დიდებულება, რათა აქედანაც შეიცნოთ ღვთის ძალა — როგორ გახადა მან უიმედოდ მიჩნეული ქალაქი უფრო დიდი — და თქვენს შთამომავლებს მოუთხროთ ღვთის ძალა და მისი განგების უწყვეტობა: რომ იგი მარადის ჩვენზე ზრუნავდა, წინამძღვრობდა და გვმწყემსავდა. რადგან ეს მოთხრობები შემდეგ მოსულთათვისაც დიდი სიბრძნისმოყვარეობის საფუძველი იქნება, უაღრესად ზუსტი ღვთისშემეცნების საწყისი და სათნოებაზე ზრუნვის აღმძვრელი. ამიტომ უბრძანებს ხალხს ქალაქის შემოვლას, რათა თავიანთი შთამომავლების ზუ...

სრულად ნახვა