მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 10:1

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
დაბადება თავი 10
1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. სათნოების თავისუფლება და ცოდვის მონობა (9:28-29):

...ას აკეთებს ანგარება; შეხედე, როგორ არ რჩება ხორციელი ძალა თავის ფარგლებში, არამედ ყოველთვის მეტს მიისწრაფვის და დიდებას ეძებს. (ნებროთმა) ადამიანები იმისთვის კი არ დაიმორჩილა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ეზრუნა; არა, ის ქალაქებსაც აშენებდა, რათა მტრებზე ებატონა. «ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი» (). აქ, სხვათა შორის, შენიშნე, რომ წინაპართა უკეთურება ჩვენს ბუნებას სრულიად არ არღვევს. აი, ეს ნინეველები, რომლებმაც თავიანთი სინანულით ღვთის მოწყალება დაიმსახურეს და უფლის (წარმოთქმული) განაჩენი აარიდეს, წინაპრად ჯერ ქამი ჰყავდათ, მამის ეს შეურაცხმყოფელი, შემდეგ ნებროთი — სასტიკი და ამპარტავანი ადამიანი, რომლისგანაც ასური მომდინარეობდა. შესაძლოა, მათ შორის სხვა განაზებულობული და სიამოვნების მოყვარე ადამიანებიც იყვნენ, მანკიერ და აუტანელ ცხოვრებას რომ ატარებდნენ, სიმთვრალეს, სიცილს, ხუმრობებსა და დაცინვას რომ მისცემოდნენ. მაგრამ, რადგან ნინეველებს გულწრფელი სინანულის ჩვენება ინებეს, წინაპართა უკეთურება არ ავნო მათ; პირიქით, ისეთი კეთილგანწყობა მოიპოვეს ზეციდან, რომ დღემდე იდიდებიან თავიანთი სინანულის ღვაწლისთვის.

ამრიგად, მათ მივბაძოთ და, ვიცით რა, რომ არც წინაპართა მანკიერება გვავნებს, თუკი თავად ინებებთ ყურადღებიანობას, არც წ...

სრულად ნახვა