...ეს დღევანდელი საკითხავით გაგიმასპინძლდებით, ამ საკითხავის განმარტებით და ამავე დროს საღვთო წერილის ზედმიწევნითობას გიჩვენებთ. ნოეს შესახებ თხრობა რომ დაასრულა, წერილმა უკვე სემის მოდგმის ჩამოთვლა დაიწყო და ამბობს: „და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა" (). შემდეგ, სახელების ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა" (). შეხედე, როგორ აცნობა წერილმა ამ ძის სახელითვე მალე მომხდარი სასწაულის შესახებ, რათა შენ, როცა თავად მოვლენას იხილავ, აღარ გაგეკვირვებინა, რადგან უკვე იცოდი, რომ ეს ძის სახელით წინასწარ უწყებული იყო. ხოლო ამ ებერის შვილთაგან შემდეგ შობილთა ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა" (), — აქ მიწას კი არ გულისხმობს, არამედ ადამიანთა მოდგმას, რათა გვასწავლოს, რომ მთელ კაცობრიობას ერთი ენა ჰქონდა. „და იყო, — ამბობს, — ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა". „ერთი ბაგის" ქვეშ მეტყველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქო...
დაბადება 10:21
20. ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.21. შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
დაბადება თავი 10