მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 10:4

3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.
დაბადება თავი 10
4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილი როგორც სულიერი წამალი

ჩვენ ახლა მართლის (ნოეს) შესახებ თხრობის ბოლომდე მივედით; ამიტომ, გთხოვთ, დაძაბეთ გონება და ყურადღებით მოისმინეთ ნათქვამი. დღევანდელი საკითხავიდანაც შეიძლება არცთუ მცირე და არცთუ უმნიშვნელო სარგებლის მიღება, რადგან ყველაფერი, რაც ძველ (მამებს) შეემთხვათ, თუკი ყურადღებიანი ვიქნებით, შეუძლია უდიდესი აღშენება მოგვიტანოს. სწორედ ამიტომ არის აღწერილი არა მარტო წმინდანთა სათნოებანი, არამედ მათი შეცოდებანიც, რათა ჩვენ ეს უკანასკნელნი ავარიდოთ, ხოლო პირველთ მივბაძოთ. მხოლოდ ეს არ არის: საღვთო წერილი გიჩვენებს, რომ მართალნიც ხშირად ეცემოდნენ, ხოლო ცოდვილნი დიდ გამოსწორებას იჩენდნენ, რათა იქიდანაც და აქიდანაც საკმარისი შეგონება მივიღოთ, რათა (სიკეთეში) მდგომი უზრუნველობას არ მიეცეს, ხედავს რა, რომ მართალნიც ეცემოდნენ, ხოლო ცოდვებში მყოფი არ სასოწარიკვეთოს და იცოდეს, რამდენმა (ცოდვილმა) მოინანია და (სათნოების) უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ამრიგად, გთხოვთ, არავინ იამაყოს, თუნდაც ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს, არამედ ფრთხილად იყოს და ყურადღება მიაქციოს ნეტარი პავლეს შეგონებას, რომელიც ამბობს: «ამიერითგან, რომელი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის