...მიტომ სამართლიანად ისჯებოდა მთელი მისი შთამომავლობა მონობით, რომ ამით მისი ბოროტი მიდრეკილებანი შეკავებულიყო. შემდეგ საღვთო წერილი (ნოეს) ვაჟთა შვილებზე მოგვითხრობს და ამბობს: ქამმა შვა ქუში; შემდეგ: «ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა» (). ზოგიერთნი ამბობენ, რომ სიტყვები: «წინაშე უფლისა» ნიშნავს «უფლის წინააღმდეგ», მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საღვთო წერილს ამის თქმა სურდა, არამედ ის, რომ ნებროთი ძლიერი და მამაცი კაცი იყო. გამოთქმა «წინაშე უფლისა ღმრთისა» შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ ეს ადამიანი ღვთისგან იყო აღმართული, მისგან მიიღო კურთხევა, ან იმას, რომ მისი მეშვეობით უნდა დიდებულიყო ღმერთი, რომელმაც ასეთი ადამიანი გამოიყვანა და აჩვენა დედამიწაზე. მაგრამ ამ ადამიანმაც, თავის წინაპარს რომ მიბაძა და ბუნებრივი უპირატესობებით არ ისარგებლა სათანადოდ, მონობის სხვა სახეობა გამოიგონა და თავად მოინდომა უფროსობა და ხელმწიფება; ასეთი კი არ იქნებოდა, ქვეშევრდომები რომ არ ყოფილიყვნენ. თუმცა, ეს ქვეშევრდომთა მდგომარეობა, მგონია, უფრო თავისუფლებაა. ხოლო ყველაზე მძიმე მონობა ისაა, როცა თავისუფლებით მოქადულნი მონურად ემსახურებიან! შეხედე კიდევ, რას აკეთებს ანგარება; შეხ...
დაბადება 10:8
7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.
დაბადება თავი 10