მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 11:3

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
დაბადება თავი 11
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4):

შეხედე, როგორ არ უყვარს ადამიანურ ბუნებას თავის საზღვრებში დარჩენა, არამედ ყოველთვის მეტს ეძებს და უმაღლესისკენ ისწრაფვის. ეს არის განსაკუთრებით ის, რაც ადამიანებს ღუპავს, რომ არ სურთ თავიანთი ბუნების საზღვრების ცოდნა, არამედ ყოველთვის მეტი სურთ და იმაზე ოცნებობენ, რაც მათზე მაღლა დგას. ამიტომაც ისინი, ვინც ამქვეყნიურ სიკეთეებს მიეჩვიეს, მაშინაც კი, როცა დიდი სიმდიდრითა და ხელისუფლებით ფლობენ, თითქოს თავიანთი ბუნება დაივიწყეს, ცდილობენ სულ უფრო მაღლა და მაღლა ავიდნენ, ვიდრე უღრმეს უფსკრულში არ ჩავარდებიან. ამას, როგორც ვხედავთ, ყოველ დღე ადგილი აქვს, და მაინც დანარჩენნი ამით არ ფხიზლდებიან. ხოლო თუ მცირე ხნით შეიკავებენ თავს, მალე, ყველაფრის დავიწყებით, კვლავ იმავე გზას ადგებიან და იმავე უფსკრულში ეცემიან. იგივე მოხდა ახლა ამ ადამიანებთანაც. „და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ". შეხედე, როგორ ცოტ-ცოტად გვიხსნის წერილი მათი ნების არამდგრადობას. რადგან, ამბობს, ველი რომ დაინახეს, წინანდელი საცხოვრებელი მიატოვეს და „დაემკჳდრნენ მუნ". შემდეგ ამბობს: „და ჰრქუა კაცმან მოყუასსა:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის