მაგრამ, რადგან პატრიარქი ვახსენე, მოდით, თუ ინებებთ, დღევანდელი საკითხავი საყვარელნო, შემოგთავაზოთ, რათა მისი განმარტებით ვიხილოთ ამ მართლის სათნოების განსაკუთრებული სიდიადე. „და მოიყვანნა, — ნათქვამია, — თარრა აბრაამ" და ნაქორ, „ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა" და სარა, „და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა" (დაბ 11:31–32). გთხოვთ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები, რათა ნაწერის აზრი ჩავწვდეთ. აი, თავიდანვე ამ სიტყვებში გაურკვევლობა ჩნდება. ამ ნეტარმა წინასწარმეტყველმა, ანუ მოსემ, თქვა, რომ „მოიყვანნა თარრა აბრაამ" და ნაქორ, „გამოიყვანნა სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ". ხოლო ნეტარი სტეფანე, თავის სიტყვაში იუდეველთა მიმართ, ამბობს: „ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა... და მიერ შემდგომად...
დაბადება 11:31
30. ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.32. თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.
დაბადება თავი 11