მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 11:5

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
დაბადება თავი 11
5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ჭეშმარიტი ხსოვნა და ღვთის სულგრძელობა (11:5-6):

ხედავ, რა ხსოვნა გრძელდება ყველა საუკუნის მანძილზე? ხედავ, რა ხსოვნას მოაქვთ დიდი და გამოუთქმელი სიკეთეები? ასეთი ნაგებობებით ვეცადოთ, დავტოვოთ ხსოვნა ჩვენი თავის შესახებ. ქვებისგან აშენებული ნაგებობები არათუ ვერ მოგვიტანს სარგებელს, არამედ, სამარცხვინო სვეტის მსგავსად, ჩვენს წინააღმდეგ იღაღადებს ხმამაღლა. როცა ამქვეყნიდან მივდივართ, ამ ნაგებობებისთვის ჩადენილ ცოდვებს ჩვენთან წავიღებთ, თავად ნაგებობებს კი აქ ვტოვებთ, და ამგვარად, არათუ ცარიელ და უსარგებლო ხსოვნასაც ვერ მოვიპოვებთ მათ მეშვეობით, არამედ კიდევ განკითხვის ქვეშ ჩავდგებით, ხოლო თავად სახელი (მფლობელისა) სხვას გადაეცემა. და მართლაც, ეს სახელი ერთიდან მეორეს გადაეცემა, ხოლო ამისგან კვლავ სხვას. დღეს ამბობენ: ეს ამისა და ამისის სახლია, ხვალ — სხვისი, ხოლო ზეგ — კიდევ სხვისი. ამგვარად, ჩვენ ნებაყოფლობით ვატყუებთ საკუთარ თავს, ვფიქრობთ, თითქოს რაიმე საგანზე ხელისუფლება გვაქვს, და არ ვუფიქრდებით, რომ მხოლოდ სარგებლობა შეგვიძლია და, ნებით თუ უნებლიეთ, ამ საგნებს სხვებს ვუთმობთ; არ ვამბობ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი ვუტოვებთ, ვისთვისაც არ გვენდომებოდა. მაგრამ თუ აუცილებლად გსურს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის