ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას? რადგან მას სურს მათი ჩანაფიქრის ჩაშლა, წინასწარ გამართლებას შეადგენს (თავისი განზრახვისა), მიუთითებს მათი ცოდვის სიდიდეზე, ბოროტზნეობის სიმძიმეზე, იმაზე, რომ მათ ენის ერთობა სათანადოდ არ გამოიყენეს. „აჰა, — ამბობს, — ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად". ღმერთი ჩვეულებისამებრ ასე იქცევა: როცა სასჯელის მოვლინებას აპირებს, ჯერ ცოდვათა სიდიადეს აჩვენებს, თითქოს გამართლებას წარმოაჩენს, და მხოლოდ მას შემდეგ სჯის. ასე იყო წარღვნის დროსაც, როცა მან ის საშინელი მუქარა მოისურვა, წერილი ამბობს: „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი... და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (). ხედავ, როგორ აჩვენა ჯერ მათი გარყვნილების უკიდურესობა, და მხოლოდ მას შემდეგ თქვა: „აღვჴოცო კაცი" ()? ასევეა ახლაც: „აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად". თუ ისინი...
დაბადება 11:8
7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
დაბადება თავი 11