შეხედე, როგორ ფართოვდებოდა მართლის ასპარეზი. უფალი ისე აწყობდა, რომ ის მოძღვარი გამხდარიყო არამხოლოდ პალესტინის მცხოვრებთათვის, არამედ ეგვიპტელთათვისაც, და ყველასთვის თავისი სათნოების ნათელი გამოევლინა. როგორც რაღაც მნათობი, ქალდეის მიწაში დამალული და ფარული, ღმერთმა იქიდან აღამაღლა, რომ ცთომილების სიბნელეში მჯდომთ ჭეშმარიტების გზა ეჩვენებინა. მაგრამ, ალბათ, ვინმე იტყვის: რატომ არ გახადა ღმერთმა მართალი ქალდეის მიწის მცხოვრებთა ღვთისმოსაობისკენ მეგზურად? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ცხონებაზეც სხვათა მეშვეობით ღმერთმა მზრუნველობა გამოიჩინა; მაგრამ ისმინე, რას ამბობს ქრისტე: „არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა" (). მაშ, ღმერთმა, რომ აესრულებინა აღთქმა, რომელიც მართალს მისცა, როცა უთხრა: „განვადიდო სახელი შენი", — დაუშვა შიმშილი და ამ უკიდურესობით ეგვიპტეში წასვლა, რათა იქაურმა მცხოვრებლებმაც შეიტყონ, რა დიდია ამ კაცის სათნოება. შიმშილი, როგორც რაღაც ჯალათი, ბორკილებით შეკრა იგი, ძალით წაათრია უდაბნოდან ეგვიპტეში. მაგრამ ვნახოთ ბოლოს, რა მოხდა ამის შედეგად და რა...
დაბადება 12:13
12. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.13. თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.14. როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.
დაბადება თავი 12