აი, ნამდვილი ქორწინება, როცა ქმარ-ცოლი იზიარებს არამხოლოდ ბედნიერებას, არამედ საფრთხეებსაც; ეს გულწრფელი სიყვარულის ნიშანია, ეს ყველაზე ერთგული მეგობრობის დამტკიცებაა. არა ისე ადიდებს მეფეს მის თავზე დადგმული გვირგვინი, როგორც ამ ნეტარს ადიდებდა და ამაღლებდა ის მორჩილება, რომლითაც ქმრის რჩევა მიიღო. ვინ არ განცვიფრდება, როცა ასეთ დამორჩილებაზე იფიქრებს? ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს ის, ვინც, ასეთი უმანკო და ასეთ ასაკში, მზად იყო თავისი მხრიდან მრუშობა დაეშვა, ბარბაროსებთან თანაცხოვრება აეტანა, რომ მართალი გადაერჩინა? მაგრამ მოითმინე ცოტა და იხილავ ღვთიური განგების სიბრძნეს. ის იმიტომ ითმენდა ასე დიდხანს, რომ მართალიც უფრო მეტად ედიდებინა, და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენებით არამხოლოდ ეგვიპტელებისთვის, არამედ პალესტინის მცხოვრებთათვისაც ეჩვენებინა, თუ რა წყალობით სარგებლობდა პატრიარქი ყველას უფალთან. „და იყო, — ნათქვამია, — რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის...
დაბადება 12:15
14. როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.15. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.16. ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.
დაბადება თავი 12