...აბედა. და კარგადაა ნათქვამი, რომ „განცადა ფარაოჲ და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა". სასჯელი ფარაონს შეაგნებინებს, რომ ეს მართლის ცოლი იყო, და მართლაც, თუმცა ის ფარაონის სახლში იყო შეყვანილი, მაგრამ მართლის ცოლად დარჩა. „და მოუწოდა, — ნათქვამია, — ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე" ()? შეხედე, რა სიტყვებს წარმოთქვამს მეფე: „რაჲ ესე მიყავ მე", — ამბობს. მე შენ დაგიშავე, მე — უცხოტომელმა, უცნობმა, შიმშილით აქ მოყვანილმა, შენ — მეფეს, ხელისუფალს, ეგვიპტის მმართველს? რა დაგიშავე? შენ წამმართვი ცოლი, როგორც უცხოტომელს, შენ შეურაცხმყავი, უპატივმცემლობა გამომიხატე, არარად ჩამაგდე; შენ მთლიანად ვნებას მიეცი და შენი სურვილის აღსრულება მოინდომე. მაშ, რა დაგიშავე? დიდი, ამბობს მეფე, და საშინელი ბოროტება დამიშავე. შეხედე, რა ცვლილება: მეფე უბრალო ადამიანს ეუბნება: „რაჲ ესე მიყავ მე?" შენ, ამბობს, ღმერთი ააღელვე ჩემს წინააღმდეგ, მისი რისხვის ქვეშ ჩამაგდე, სასჯელის ღირსი გამხადე, აიძულე მე, მთელ ჩემს სახლეულთან ერთად, შენთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის ვიტანჯო. „რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს. რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად" (დაბ 12:18–19)? მე, ამბობს,...
დაბადება 12:18
17. დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.18. მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?19. რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!
დაბადება თავი 12