მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 12:20

19. რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!20. მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.
დაბადება თავი 12
20. მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. მოთმინების ნაყოფი — აბრაამის დიდებით დაბრუნება (12:20–13:1):

ხედავ, საყვარელო, რა სიკეთეა მოთმინება? მაშ, გაიხსენე ის სიტყვები, რომლებიც პატრიარქმა წარმოთქვა, ეგვიპტეს რომ უახლოვდებოდა: „უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ. იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა,... მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ". მაშ, ეს სიტყვები გაიხსენე, ახლა შეხედე, რა ხდება, და იკვირვე მართლის მოთმინებასა და კაცთმოყვარე ღვთის ძალას, რა დიდებით გამოიყვანს ეგვიპტიდან მართალს, რომელიც იქ ასეთი შიშითა და ძრწოლით შევიდა. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა" (). მართალი მიდის ყოველგვარი პატივითა და დიდი სიმდიდრით და მისი ბედის მოვლენებით მოძღვარი ხდება არამხოლოდ ეგვიპტელთათვის, არამედ გზაზე და პალესტინაში მცხოვრებთათვისაც. მართლაც, ვინც ხედავდა, როგორ ადრე, შიმშილით აიძულებული, შიშითა და ძრწოლით მიდიოდა ეგვიპტეში, ხოლო ახლა ასეთი დიდებით, სიუხვითა და სიმდიდრით ბრუნდებოდა, — ამისგან ღვთის განგების ძალას შეიცნობდა. ვინ ხილავდა ოდესმე, ვის სმენოდა ამის მსგავსი? წავიდა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის