მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 13:9

8. უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.9. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.10. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
დაბადება თავი 13
9. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მსახურთა ცოდვებში პატრონის პასუხისმგებლობა (13:9):

შეხედე — ის ლაპარაკობს მასთან, როგორც თანასწორთან, მაშინ როცა, ჩემი აზრით, მთელი ჩხუბი იქიდან წამოიწყო, რომ პატრიარქის მწყემსები იმათ, ლოთის მწყემსებს, იმავე თავისუფლებით სარგებლობის ნებას არ აძლევდნენ. მაგრამ მართალი ყველაფერს სიმშვიდით აკეთებს: სურს აჩვენოს თავისი სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე და ასწავლოს არამხოლოდ თავის თანამედროვეებს, არამედ ყველა მომავალ თაობას — არასდროს დაუშვან, რომ მათი მსახურნი მახლობელთ ეჩხუბონ, რადგან მათი ჩხუბი დიდ უპატივცემულობას მოგვაყენებს ჩვენ და მათ შორის მომხდარი არა მათ, არამედ ჩვენ დაგვბრალდება. მაშ, შეფერის თუ არა, რომ ისინი, ვინც ძმები არიან ერთმანეთისთვის, არა მხოლოდ ერთი ბუნება, არამედ ნათესაობაც აქვთ საერთო და უცხო ქვეყანაში მწირებად ცხოვრება ერგოთ, — რომ ეს ადამიანები ასეთ შუღლში ჩავარდნენ, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მსახურთა სიმშვიდისა და თავმდაბლობის, და ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის მასწავლებლები უნდა ყოფილიყვნენ? ეს ისმინონ იმათ, ვინც საკუთარ თავს საყვედურისგან თავისუფლად მიიჩნევს, როცა თავიანთ მსახურთ, მათთან სიახლოვის გამო, ტაცებისა და ანგარების ნებას აძლევს, რომ მეზობლებს ქალაქებშიც და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის