...ფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა, ქოდოლოგომორის მიმართ... და თარგალ მეფისა წარმართთასა — ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ"** (). „ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა" (). შემდეგ, რათა გვცოდნოდა, როგორ შეშინდნენ ეს მეფეები მტრის სიმამაცისა და ძლიერებისების და გაიქცნენ, წერილი ამბობს: „და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ", სადაც ჭები იყო; „ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს". ხედავ, რა ძალა ჰქონდათ ამ ადამიანებს, როგორ მხოლოდ გამოჩენით ყველა დაშინეს და გააქციეს? შეხედე, როგორ, ყველას გაქცევის შემდეგ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხელში ჩაიგდეს ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, და სახლში დაბრუნდნენ. „და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს. და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს" (). აი, რაზეც გუშინ ვსაუბრობდი, ის ახლა საქმითაც აღსრულდა: ლოტს არანაირი სარგებელი არ მოუტანა უკეთესი ადგილების არჩევამ, არამედ თავ...
დაბადება 14:10
9. ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.10. სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.11. ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
დაბადება თავი 14