მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 14:13

12. ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.13. მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
დაბადება თავი 14
13. მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მეფეთა ომი და წერილის სიზუსტე (14:1-13):

მაგრამ დროა, თავად დღევანდელი საკითხავი შემოგთავაზოთ. ის თითქმის არც საჭიროებს ახსნას — საკმარისია მხოლოდ წაიკითხო, რომ მართლის სათნოების სიმაღლე გამოჩნდეს. „ხოლო იქმნა, — ამბობს წერილი, — მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა" (). შეხედე წერილის ზედმიწევნითობას, რა სიზუსტით ახსენა მეფეთა და ხალხთა სახელები: ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის, რომ თავად სახელებიდან გაგეცნო მათი ბარბაროსული თვისებები. ისინი, ამბობს წერილი, „ყვეს ბრძოლაჲ" სოდომის მეფესთან და სხვა მეფეებთან. შემდეგ აჩვენებს თავად მიზეზსაც, რის გამოც ომი დაიწყო. „ათორმეტ წელს, — ამბობს, — ჰმონებდეს ქოდოლგომორს", ელამის მეფეს; „ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის