შეხედე, როგორ მშობლებმა, ურწმუნონიც კი, თავადაც არ იცოდნენ რა, უზენაესი ღვთიური სიბრძნის ხელმძღვანელობით, ასეთი სახელი დაარქვეს თავიანთ შვილს, როგორც ლამექმა — ნოეს. ეს ღვთის კაცთმოყვარეობის საქმეა, რომ ხშირად ურწმუნოთა მეშვეობითაც, დიდი ხნით ადრე, წინასწარ ამცნობს მომავალს. „მოვიდა ვინმე განრომილთაგანი, — ნათქვამია, — და უთხრა აბრაამს წიაღ" მომხდარის შესახებ, მისი ძმისწულის ტყვეობის, მეფეთა დიდი ძლიერების, სოდომის გაპარტახებისა და ძლეულთა სამარცხვინო გაქცევის შესახებ. ის კი „მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა" (). ვინმე, შესაძლოა, აქ იკითხავს, რატომ გაქცეულ სოდომელთაგან მხოლოდ მართალი ლოტი წაიყვანეს ტყვედ? ესეც არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რომ ლოტს საქმით შეეცნო პატრიარქის სათნოება, მისი მეშვეობით გადარჩენილიყვნენ დანარჩენი სოდომელებიც და ისწავლოს, რომ არ უნდა ეძიოს უკეთესი ადგილები, არამედ ნაკლებით დაკმაყოფილდეს. მაშ, მოვისმინოთ, რა მოხდა შემდეგ, რათა შევიცნოთ მართლის სათნოებაც და...
დაბადება 14:18
17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება.18. სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!
დაბადება თავი 14