მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 15:12

11. დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.12. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.13. უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს.
დაბადება თავი 15
12. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)

დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის თვისება: მის მცირე სიტყვებში ხშირად აზრთა უდიდესი სიმრავლის პოვნაა შესაძლებელი. რადგან ეს არის ღვთიური სწავლება და არა ადამიანური, ამიტომაც ხედავს ყოველი, რომ ის ადამიანური სიბრძნისგან სრულიად განსხვავებულია. ავხსნი, რა გზით. იქ (ადამიანურ სიბრძნეში ვგულისხმობ) ადამიანთა მთელი ძალისხმევა სიტყვების გადმოცემაზეა მიმართული; აქ — სრულიად პირიქით: საღვთო წერილს სიტყვების სილამაზე ან (ხელოვნური) შეხამება არ ადარდებს; მას თავისთავად ღვთიური მადლი აქვს, რომელიც მის სიტყვებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს ანიჭებს. და კვლავ, იქ (ადამიანურ ნაწერებში) ვრცელი და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. რწმენის სიმტკიცე განსაცდელთა შორის:

...ასე წაართვა ღმერთმა ტკივილის შეგრძნება, რათა ტკივილის განცდის გამო არ შეეძულებინა ის, რაც მისგან წარმოიშვა; ამიტომ „დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს“ (). და სხვაგანაც კვლავ ამბობს: „განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს“ ().

იქაც ერთგვარ გაშეშებას აღნიშნავს და გრძნობის მიღმა გასვლას. და ყველგან განკვირვება სწორედ ამას გამოხატავს. ის კი ან ღმერთის მოქმედებით ხდება, ან ბოროტებათა სიჭარბისგან, როცა ეს სიჭარბე გაშეშებას წარმოშობს. რადგან უბედურებასაც შეუძლია განკვირვებისა და გაშეშების გამოწვევა. აქ, მაშასადამე, განკვირვებას უწოდებს იმ ბოროტებათა სიდიდეს, რომლებიც თავს დაატყდა. რას ნიშნავს ის, რასაც ამბობს: „ყოველი ადამიანი ცრუა“? მაშ, არავინ არის ჭეშმარიტი? მაშ, იობზე როგორ წერია: „კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ“ (...

სრულად ნახვა