მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 16:15

14. ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.15. უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.16. ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.
დაბადება თავი 16
15. უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სიმდაბლისა და განსაცდელის ნაყოფი (16:10–15):

...დავ, როგორ მხევალი, მისთვის მოვლინებული მწუხარებისგან თანდათან კეთილგონიერი ხდება, მადლიერებას გამოხატავს მისთვის გაწეული კეთილმოქმედებისათვის და, რითაც შეუძლია, აზღაურებს ასეთ დიდ მზრუნველობას მის მიმართ. „და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ" ().

7. შეგონება დაქორწინებულთა მშვიდობასა და ერთსულოვნებაზე

აქედან ვისწავლოთ, რა დიდი სიკეთეა სიმშვიდე და რა სარგებლის მოპოვება შეიძლება მწუხარებებიდანაც. სიმშვიდე გამოიჩინა მამამთავარმა იმით, რომ სარას გაღიზიანება დააცხრო და მხევალზე ძალაუფლება მისცა, და ამით თავის სახლში მშვიდობა დაამყარა; ხოლო მწუხარებებიდან სარგებელი მხევლის ამბავიდან ჩანს: როცა თავისი დედოფლისგან დაზარალებული გაიქცა და მრავალი მწუხარება განიცადა, შემუსვრილი სულით უფალს მოუხმო, მაშინვე ზეციური მოხილვის ღირსი გახდა. და რომ იცოდე, რომ სიმდაბლისა და განსაცდელისთვის ეღირსა ზეგარდმო ასეთი მზრუნველობა, ანგელოზი ეუბნება: „მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ: რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ". მაშ, საყვარელნო, რადგან ვიცით, რომ მწუხარებები ყველაზე მეტად მიგვახლოებს უფალთან, ოღონდ ფხიზლად ვიყოთ სულით, და რომ სწორედ მაშინ შეგვიძლია...

სრულად ნახვა