მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 17:16

15. უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
დაბადება თავი 17
16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17):

...ორც შენ, ეუბნება ღმერთი აბრაამს, ასოს მიმატებით მივანიშნე, რომ მრავალი ერის მამა გახდები, ისევე სარას სახელსაც ვურთავ ასოს, რათა იცოდე, რომ ახლა ადრინდელი მრავალი აღთქმის აღსრულების დრო დგება. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ" (). სწორედ ამისთვის ვამატებ ასოს, რათა შეიცნო: ჩემ მიერ ნათქვამი ყველაფერი აუცილებლად აღსრულდება, და ნუ სასოწარკვეთილდები, ბუნების უძლურებას რომ ხედავ, არამედ ჩემი ძალის სიდიადეს რომ მოიხედავ, ჩემს სიტყვას მტკიცედ ენდე. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ". ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა ეს აღთქმა, და ისეთივე იყო, როგორიც ვინმე ქვებისგან ადამიანთა შექმნას აღგვითქვამდა. მართლაც, შვილთა გაჩენის მხრივ ქვებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ — არც პატრიარქი, სიბერისგან უძლური და შვილთა გაჩენისთვის უუნარო, არც სარა, რომელიც ბერწობის გარდა მოხუცებული და ხანდაზმულიც იყო. თუმცა, მართალი ფიქრობდა, რომ ღვთის ადრინდელი აღთქმა ისმაელზე უნდა აღსრულებულიყო, ვინაიდან ნათქვამი იყო მხოლოდ: „შენ და თესლსა შენსა" მივცემ ამ ქვეყანას, და არ იყო ნაჩვენები, რომ ეს სიტყვები...

სრულად ნახვა