...უ ვპოვო მუნ ოცდაათნი"** (იქვე). შეხედე, რა დაჟინებულობაა მართალში! ის ისე გულმოდგინედ ზრუნავს სოდომელთა ხალხის გადარჩენაზე მოსალოდნელი სასჯელისგან, თითქოს თავად უნდა დაექვემდებაროს იმავე მსჯავრს. „და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა. უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს" (). ყოველ სიტყვასა და გონებას აღემატება უფლის ასეთი სახიერება! ნუთუ ჩვენთაგანი ვინმე, უთვალავ ბოროტებათა შორის მცხოვრებთაგანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?
5. მართალთა ძალა და სოდომის სასჯელის დარიგება (18:32-33)
მაგრამ ეს მართალი, ღვთის კაცთმოყვარეობის ასეთ სიმდიდრეს რომ ხედავს, ჯერ კიდევ არ ჩერდება, არამედ კვლავ ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა" ()? ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობა გამოცადა რა და შიშობს, რომ უკვე არ აღძრას თავის წინააღმდეგ იმის რისხვა, ვის წინაშეც სხვებისთვის შუამდგომლობდა, პატრიარქი ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო"? უგუნურად ხომ არ ვიქცევი? ხომ არ ვავლენ რამე თავხედურს? ხომ არ ვაკეთებ გაკიცხვის ღირს საქმეს, „უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა"? მაგრამ შენი დიდი სახიერებით, მიიღე ჩემგან კი...