მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:16

15. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.16. ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.17. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.
დაბადება თავი 19
16. ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26):

...არჩენებთან ერთად დაიღუპებიან. ნუ აყოვნებ, რომ თავადაც არ დაიღუპო ურჯულოებთან ერთად. და აღშფოთდნენ, ეს რომ გაიგეს, ლოტი, ცოლი და ასულები. „აღშფოთნეს", ნათქვამია, ესე იგი, შეეშინდათ, დიდი შიშით აივსნენ, აღელდნენ ამ მუქარისგან. მაშინ ანგელოზებმა, მართალზე ზრუნავდნენ რა, „უპყრეს, — ნათქვამია, — ჴელსა მისა" (). ახლა წერილი მათ აღარ ასახელებს ჩვეულებრივ ადამიანებად, არამედ, რადგან სასჯელის დაწევა უნდოდათ, პირდაპირ ანგელოზებს უწოდებს და ამბობს: „უპყრეს ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა". ხელის შეხებით ამხნევებდნენ, სულს უმაგრებდნენ, რომ შიშს არ დაესუსტებინა მათი ძალა. ამიტომაც განმარტა წერილმა: „რიდებასა მას უფლისასა". რადგან, ამბობს, უფალმა ლოტი ხსნის ღირსად მიიჩნია, ანგელოზებიც, მათი სულის გამაგრების სურვილით, ხელს უჭერენ და, გარეთ გამოჰყავთ რა, „ჰრქუეს:... ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა" (). რადგან, ამბობენ, ჩვენ ამ ურჯულოთაგან გაგათავისუფლეთ, უკან აღარ მოიხედო და ნუ მოინდომებ იმის ნახვას, რაც მათ დაატყდება...

სრულად ნახვა