მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:21

20. აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.21. უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.22. აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.
დაბადება თავი 19
21. უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26):

...: რომ ქალაქზე დამტეხილმა სასჯელმა არ დამეწიოს და მათთან ერთად არ დავიღუპო, დამიტოვეთ ეს ახლომდებარე ქალაქი. ეს ქალაქი თუმცა ღარიბია და პატარა, მაგრამ, მასში გადავრჩე რა, შემიძლია შემდეგ უსაფრთხოდ ვიცხოვრო იქ. „და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ" (). მივიღე, ამბობს ანგელოზი, შენი ვედრება და აღვასრულებ მას; მოგცემ თხოვნილს და შენთვის ვიხსნი იმ ქალაქს. „ისწრაფე შენ" და დასახლდი იქ და გადარჩი (). ვერაფერს გავაკეთებ, სანამ შენ იქ არ მიხვალ: „რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". ვზრუნავ, ამბობს, შენს ხსნაზე და შენს ჩასვლას დაველოდები, და მხოლოდ მაშინ დავტეხავ სოდომელებზე სასჯელს. „და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად" (). მზის ამოსვლის ახლოს მოასწრო ქალაქში მისვლა, და მისი შესვლისთანავე ურჯულოებმა სასჯელი დაიტეხეს თავზე: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა" (და...

სრულად ნახვა