...დაბ 19:22). ვერაფერს გავაკეთებ, სანამ შენ იქ არ მიხვალ: „რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". ვზრუნავ, ამბობს, შენს ხსნაზე და შენს ჩასვლას დაველოდები, და მხოლოდ მაშინ დავტეხავ სოდომელებზე სასჯელს. „და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად" (). მზის ამოსვლის ახლოს მოასწრო ქალაქში მისვლა, და მისი შესვლისთანავე ურჯულოებმა სასჯელი დაიტეხეს თავზე: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა" (დაბ 19:24–25). ნუ მოგეჩვენება, საყვარელო, უცნაურად სიტყვათა ასეთი შეხამება; ასეთია წერილის თავისებურება, და ხშირად ასე განურჩევლად ხმარობს სიტყვებს, — რასაც ამჟამინდელ შემთხვევაშიც ვხედავთ. ნათქვამია: „უფალმან აწჳმა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით", რათა ეჩვენებინა, რომ თავად უფალმა დატეხა ეს სასჯელი და არა მხოლოდ „ქალაქნი დააქცია და ყოველი სანახები და ყოველნი მცხოვრებნი", არამედ „ყოველი მცენარე ქუეყანისაც" მოსპო. რადგან ადამიანებმა, ამ მიწაზე რომ ცხოვრობდნენ, ურჯულოების ბევრი ნაყოფი გამოიღეს, ამიტომ მე, ამბ...
დაბადება 19:23
22. აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.23. მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს.24. აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
დაბადება თავი 19