მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:3

2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
დაბადება თავი 19
3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33):

...ადღებით, მის უფრო დიდ კეთილგანწყობას ვეღირსოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ დღევანდელი საკითხავის თანამიმდევრობას. „აღვიდა ლოთ სეგორით, — ამბობს წერილი, — და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა" (). მართალი, ჯერ კიდევ ძლიერ შეშინებული სოდომის მცხოვრებთა სასჯელის გამო, შორს მიდის და „მთაზე" სახლდება, როგორც ნათქვამია, ქალიშვილებთან ერთად. ასე რომ, სრულ უდაბნოსა და მარტოობაში დარჩა, მხოლოდ ორი ქალიშვილით, მთაზე დამკვიდრებული. „ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას, — ამბობს წერილი, — მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა" (დაბ 19:31–32). მოწიწებითა და დიდი შიშით, საყვარელნო, მოვუსმინოთ საღვთო წერილის თხრობას. მასში არაფერია უმიზეზოდ და ტყუილად დაწერილი, არამედ ყველაფერი სარგებლითა და ჩვენი სასიკეთოდ, თუმცა ბევრ რამეს ვერ ვხვდებით, რადგან ყველაფრის ზუსტად ცოდნა არ შეგვიძლია, და, თუმცა ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, ზოგიერთი ადგილ...

სრულად ნახვა
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომელთა ურჯულოება და მართლის სიმტკიცე (19:3–5):

...არწმუნებით, არამედ ძალასაც კი მიმართავს. ასევე ქრისტემაც თქვა: „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (). რასაკვირველია, სადაც სულიერი შეძენა იგულისხმება, იქ დაჟინება სათანადოა და მოშურნეობა საქებარი. „და აიძულა მათ", ნათქვამია (). მგონია, რომ იგი მათ თითქმის ძალით მოათრევდა. შემდეგ, როცა სტუმრებმა დაინახეს, რომ მართალმა ასე გადაწყვიტა და არ მოეშვება, სანამ თავის განზრახვას არ აისრულებს, „მოაქციეს მისსა მიმართ, — როგორც ნათქვამია, — და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა" (დაბ 19:3–4). ხედავ, რომ აქაც სტუმართმოყვარეობა არა გამასპინძლების სიმდიდრით იხსნება, არამედ სულიერი მოშურნეობის სიუხვით? აიძულა რა ისინი თავის სახლში შესვლა, მაშინვე შეუდგა სტუმართმოყვარეობის საქმეს: თავად ემსახურებოდა მათ წინაშე, სთავაზობდა საჭმელს, ყოველნაირ პატივსა და მომსახურებას უწევდა მოსულებს, რადგან ჩვეულებრივ მგზავრებად მიიჩნევდა მათ. **„და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღ...

სრულად ნახვა