„და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე", — ამბობს (მოსე). მეექვსე დღის დასრულებასთან ერთად ყოველი ქმნილების შექმნაც დაასრულა; ამიტომაც დაუმატა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი" (). შეხედე, როგორ ერიდება საღვთო წერილი ზედმეტსა და გადაჭარბებულს. მთავარ სტიქიებს რომ ახსენა, დანარჩენზე ცალკე აღარ ამბობს; რომ თქვა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა", ამბობს: „და ყოველი სამკაული მათი", და ამით ყოველივე აღნიშნა, რაც მიწაზე და ცაზე არის. მიწის სამკაული არის ის, რაც მისგან წარმოიშვა — ბალახთა აღმოცენება, ნაყოფთა გამოღება, ხეთა ნაყოფიერება და ყოველივე სხვა, რითაც შემოქმედმა იგი შეამკო. ისევე, ცის სამკაული არის: მზე, მთვარე, მრავალფეროვანი ვარსკვლავები და მათ შორის არსებული ყოველი ქმნილება. ამიტომ საღვთო წერილმა, ცა და მიწა რომ ახსენა, ამ სტიქიებით მთელი ქმნილება მოიცვა. „და განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა" (). შეხედე, როგორ ერთხელ და მეორეხელ იმეორებს ერთსა და იმავეს,...
დაბადება 2:1
1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა.
დაბადება თავი 2