აჰა, დღეს აღვასრულებთ ჩვენს აღთქმას, ჩვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ და წინათ ნათქვამს იმას შევუერთებთ, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ იცით, რომ ერთხელ და მეორედ ვეცადეთ და ვისურვეთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენს ძმებზე მზრუნველობამ ჩვენი ენა მათი შეგონებისკენ მიიზიდა. ხან უძლურ ძმებს ვარწმუნებდით, რომლებიც ჩვეულებას მისდევდნენ და ამ სულიერ კრებას შორდებოდნენ, რითაც წმიდა დღესასწაულზე ჩვენს სიხარულს არღვევდნენ; მათ მტკიცედ ვურჩევდით და ვაგონებდით, რომ ქრისტეს სამწყსოს არ განეშორებოდნენ, ამ სულიერი ეზოს გარეთ არ ეხეტიალათ და ჩვენთან მხოლოდ სახელითა და წოდებით არ შეერთებოდნენ, ფაქტობრივად კი იუდეველებს მისდევდნენ, რომლებიც ბნელში სანთლის შუქთან სხედან, მაშინ, როცა სიმართლის მზე უკვე ამობრწყინდა. ხან კი აქ მოსულთ, მაგრამ ჯერ კიდევ განუნათლებელთ, ვაგონებდით, რომ სულიერ შეგონებას გაჰყოლოდნენ და, ძილსა და სიზარმაცეს მოიშორებდნენ, მხურვალე განწყობითა და ბეჯითი მოშურნეობით სამეფო ნიჭის მისაღებად მოემზადებინათ და ისწრაფოდნენ მისკენ, ვინც ცოდვათა მიტევებას მოგვანიჭებს და უთვალავ სიკეთეთ უხვად მოგვმადლებს. რადგან პასექის დღესასწაულთან...
დაბადება 2:5
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.
დაბადება თავი 2