მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:3

2. თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.3. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
დაბადება თავი 20
3. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება აბიმელექისადმი (20:2-8):

...მელიქისა ძილსა შინა ღამე"**. ღმერთს, ამბობს წერილი, სურდა მეფე დანაშაულისგან დაეცვა და ძილის დროს მის სულს ცოდნა აუწყა, დაფარული გაუხსნა და ამასთან სიკვდილის მუქარით დიდი შიში მოჰგვარა. „აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე, — ამბობს, — დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას" (). ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ღვთის აღთქმა, მამამთავრისთვის მიცემული, აღსრულებულიყო. რადგან ცოტა ხნის წინ ჰქონდა აღთქმული, რომ მისგან ძე ისაკი დაიბადებოდა და ეს დრო უკვე ახლოვდებოდა, — იმისთვის, რომ ღვთის აღთქმა არანაირ შებილწვას არ დაქვემდებარებოდა, ღმერთი ისეთ შიშს მოჰგვრის აბიმელიქს, რომ მან, შეძრწუნებულმა, ვერ გაბედა სარრას შეხება. სწორედ ამიტომ დაუმატა საღვთო წერილმა, რომ „აბიმელიქ არა შეეხო მას". მაგრამ მეფე ჯერ კიდევ იმართლებს თავის თავს და ამბობს: „უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" (). ნუთუ ეს იმის ცოდნით გავაკეთე, რომ იგი ცოლია? ნუთუ მინდოდა უცხოელის შეურაცხყოფა? ნუთუ მისი ცოლი წავიყვანე? მისი და ვინდოდი წავეყვანა, ვფიქრობდი, ამით მასაც და მასაც პატივს მივაგებდი. მაშ, „ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" ნუთუ, ამბობს, დამღუპავ მე, ვინც ე...

სრულად ნახვა