მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:4

3. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.
დაბადება თავი 20
4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება აბიმელექისადმი (20:2-8):

აი ჭეშმარიტი ქორწინება — როცა მეუღლეთა შორის ასეთი თანხმობა სუფევს, როცა მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, როცა ისინი ურთიერთსიყვარულით არიან შეერთებულნი. როგორც სხეული ვერასოდეს იქნება საკუთარ თავთან უთანხმოებაში და სულიც — საკუთარ თავთან, ასევე ქმარი და ცოლიც არ უნდა უთანხმოებდნენ ერთმანეთს, არამედ ერთობაში ცხოვრობდნენ. აქედან აურაცხელი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას მათთვის. ყველა სიკეთე იქ იყრის თავს, სადაც ასეთი ერთსულოვნებაა, — იქ მშვიდობაა, იქ სიყვარულია, იქ სულის სიხარულია; არ არის იქ ჩხუბი, არც ბრძოლა, არც მტრობა, არც კინკლაობა; ეს ყველაფერი ქრება, რადგან ყველა სიკეთის ფესვი, ანუ ერთსულოვნება, ანადგურებს ამ ყველაფერს. „მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა" (). შეხედე, რა კაცთმოყვარეა ღმერთი. მან, რომელმაც იცოდა, რომ მართალმა სიკვდილის შიშის გამო დიდსულოვნად აიტანა სარრას მოტაცება და რომ მეფემ იგი მართლის დად მიიყვანა, ავლენს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის