...ბი ურჩობისთვის, არამედ შენს გამო სიკვდილი მთელ შენს სახლს ეწევა. ამიტომ ღმერთი ამ ყველაფერს ღამის დროს აუწყებდა, რომ სიჩუმეში მიღებული შთაგონებით მეტი შიშით შეესრულებინა ბრძანება. „აღიმსთო აბიმელიქ განთიად, — ამბობს წერილი, — და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა" ().
4. აბრაამის გამართლება მეფის წინაშე (20:9-14)
შეხედე, როგორ ხდება თავად მეფე მართლის სათნოების მქადაგებელი და ყველას აუწყებს მის შესახებ. მოიხმო რა, ამბობს წერილი, ყველა მონა თავისი, მოუყვა მათ ყოველივე, რაც ღმერთმა გაუხსნა, რომ ყველას შეეტყო ღვთის კეთილგანწყობა მის მიმართ და ის მზრუნველობა, რომლის ღირსიც იყო უფლისგან სათნოებიანი ცხოვრებისთვის. „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". ხედავ, მართალი არ ტყუილად და არ უსარგებლოდ ახორციელებდა თავის გადასახლებებს? რომ წინანდელ ადგილზე დარჩენილიყო, საიდან შეიტყობდა გერარის ყველა მცხოვრები, რა კეთილგანწყობით სარგებლობდა ეს მართალი ღვთისგან? „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". დიდმა შიშმა შეიპყრო ისინი; მომხდარმა ყველა განაცვიფრა. შემდეგ „მოუწოდა, — ამბობს წერილი, — აბიმელიქ აბრაჰამს" (). წარმოიდგინე, რა პატი...