მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:1

1. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.
დაბადება თავი 21
1. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12):

...ეს „ფიცხელ", ანუ მძიმე, უსიამოვნო და აუტანელი ეჩვენებოდა). ამიტომ უფალი, მისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობით, მათი ერთსულოვნების კავშირის განმტკიცებას რომ ისურვებდა, ეუბნება აბრაჰამს: „ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა, ისმინე ჴმისა მისისაჲ" (). ნუ მიიღებთ მწუხარებით მის სიტყვებს, ამბობს, არამედ ყველაფერში, რასაც სარრა გეტყვით, ისმინეთ მისი.

2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20)

ყველაფერი, რასაც ახლა სარრა გეუბნება ისმაელისა და აგარის შესახებ, მიიღე და დაუჯერე მის სიტყვებს, ამბობს ღმერთი. ნუ შეურაცხყოფ იმას, ვინც მთელი თანაცხოვრების განმავლობაში ასეთ დიდ სიყვარულს იჩენდა შენ მიმართ, ვინც არა ერთხელ, არამედ ორჯერ, შენი სიკვდილისგან გადასარჩენად, საკუთარ თავს სწირავდა შენი გადასარჩენად და შენთვის ასეთი დიდი დიდების მიზეზი გახდა: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ეგვიპტიდან ასეთი სიმდიდრით გამოხვედი; შემდეგ კი იმისა, რომ აბიმელიქისგან ასეთი პატივი მიიღე. მაშ, ნუ მიუშვებ საკუთარ თავს, მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ რამე მოიმოქმედო. სხვანაირადაც არ იქნება შემდგომში. „რამეთუ ისაკისგან, მისგან შობილისგან, გეწოდოს შენ ნათესავად" (...

სრულად ნახვა
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...გათავისუფლების შემდეგ მართალი ყველა სიკეთის გვირგვინს იღებს — აღთქმის აღსრულებას, ღვთის მიერ დიდი ხნის წინ წინასწარ აღთქმულის განხორციელებას. „და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას. და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი" (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. **„და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თ...

სრულად ნახვა