მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:4

3. უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ.4. წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.5. ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
დაბადება თავი 21
4. წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც „შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია ღვთისთვის", საღვთო წერილი კვლავ მიგვითითებს ამ მოვლენის დროსაც, და შობაზე თხრობისის შემდეგ შენიშნავს: „ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). რას ნიშნავს ეს სიტყვები: „საცინელ მიქმნა მე ღმერთმან"? ნიშნავს: ძის შობა ჩემთვის სიხარულის საგანია. თუმცა, რა იქნებოდა საკვირველი, მხოლოდ ჩემთვის რომ ყოფილიყო? ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემთან ერთად გაიხარებს, არა იმიტომ, რომ ვშობე, არამედ იმიტომ, რომ ასეთი საოცარი წესით ვშობე. მოვლენის საკვირველობა ყველას განაცვიფრებს და ყველას მით უფრო დიდ ნუგ...

სრულად ნახვა