მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:11

10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
დაბადება თავი 22
11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

არ დავტოვოთ, საყვარელნო, ეს თხრობა ყურადღების მიღმა, არამედ ვიფიქროთ, როგორ არ განეშორა სხეულს მამამთავრის სული, როგორ ეყო ძალა საკუთარი ხელებით შეეკრა და შეშაზე დაედო საყვარელი, გულისთვის ძვირფასი, მხოლოდშობილი ძე. „და განყო, — ამბობს წერილი, — ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა". ოჰ, ღვთისმოყვარე სულო! ოჰ, მამაცო სულო! ოჰ, მტკიცეო სიყვარულო! ოჰ, გონებავ, ადამიანურ ბუნებაზე მაღლა აღმატებულო! მახვილის აღება „დაკლვად ძისა თჳსისა". მაგრამ ვისით უფრო მეტად განცვიფრდეს და ვისით უფრო აღიტაცოს აქ კაცი? მამამთავრის მამაცი სულით თუ ძის მორჩილებით? არ გაქცეულა, არ შეწუხებულა მამის საქციელით, არამედ დამორჩილდა და მის განზრახვას დაემორჩილა, და როგორც კრავი, უხმოდ ეწვა საკურთხეველზე, მამის ხელიდან დარტყმას ელოდა. როცა ყველაფერი უკვე მომზადებული იყო და სხვა არაფერი აღარ რჩებოდა, სახიერი უფალი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ ეს ბრძანება ძის ნამდვილი დაკვლისთვის კი არ მისცა, არამედ მართლის მთელი სათნოების გამოსავლინებლად, ბოლოს საკუთარ კაცთმოყვარეობასაც ავლენს, მართალს თავად განზრახვისთვის ადგამს გვირგვინს, ანუ მამამთავრის თავად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის