მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:15

14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
დაბადება თავი 22
15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)

დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის