მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:17

16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
დაბადება თავი 22
17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)

დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის