მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:1

1. მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.2. უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
დაბადება თავი 24
1. მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკისთვის მეუღლის ძიება (24:1–4):

...ის თანაზიარობასაც მოგვანიჭებს. მაგრამ დავუბრუნდეთ, თუ გნებავთ, სიტყვის გაგრძელებას და ვნახოთ, როგორ ზრუნავს სარრას გარდაცვალების შემდეგ მართალი ძეზე — ისაკზე ვგულისხმობ. მოვისმინოთ, რას მოგვითხრობს ამის შესახებ საღვთო წერილი. „და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე" (). რატომ შენიშნავს წერილი ამას? რადგან იმ დროს მამამთავარი ისაკისთვის მეუღლის მოძებნაზე ზრუნავდა, ამიტომ წერილი მიუთითებს მამამთავრის ასაკს. როცა, ამბობს, ღრმა სიბერეს მიაღწია, ისაკი ქანაანელებთან ნათესაობისგან ჩამოაშორა, რათა მათგან ცოლი არ შეერთო; მამამთავარი მოუხმობს თავის ყველაზე გონიერ მონას და, ამ საქმეს მას ავალებს რა, ეუბნება: „დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა" (). ბერძნულად ასეა დაწერილი: „წყვილთა ჩემთა", ხოლო ებრაულად იკითხება: „ჩემს წელთა ქვეშ". რატომ ეუბნება ასე მამამთავარი? ძველთა ჩვეულება იყო ასეთი; აგრეთვე იმიტომ, რომ აქ იყო ისაკის შობის საწყისი. იმის დასარწმუნებლად, რომ ასეთი ნამდვილად იყო ჩვეულება, შეხედე, როგორ უბრძანებს მონას ხელი იქ დადოს და მაშინვე დაუმატებს: „და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა" (

სრულად ნახვა