მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:10

9. ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.10. გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.11. ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
დაბადება თავი 24
10. გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

...მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ. და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი. და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო"** (). შენიშნე მონის კეთილგონიერება: სამყაროს უფალს მამამთავრის ღმერთად მოიხსენიებს და ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო" — შენ, რომელმაც მას ესოდენი ქველმოქმედება უყავი. რატომ გიკვირს, რომ მონა მას აბრაჰამის ღმერთს უწოდებს? თავად ღმერთიც, მართალთა სათნოების ფასს ჩვენებს რა, ამბობს: „მე ვარ ღმერთი... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). მაშ, მონა ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). თითქოს ასე ამბობდა: ყავ ისე, რომ მისი სურვილები აღსრულდეს, ყველაფერი მისი განზრახვის მიხედვით წარიმართე; „ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა". რას ნიშნავს: „ყავ წყალობაჲ"? ნიშნავს — აღასრულე მისი სურვილი. შემდეგ ა...

სრულად ნახვა