მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:25

24. უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.26. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
დაბადება თავი 24
25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...). იხსენიებს მამას და პაპას, რომ მონას, მათი შეცნობით, მეტი კეთილგანწყობა გაუჩნდეს. შენიშნე ქალწულის კეთილგულობა: მამაზე კითხვას არა მხოლოდ მამაზე პასუხობს, არამედ პაპაზეც. და, როცა მონამ მხოლოდ ის იკითხა: „არს ადგილი დავანებად?" — მან უპასუხა: არა მხოლოდ ადგილი, არამედ „ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა" (). მონამ ეს რომ მოისმინა, ქალწულის ასეთმა გულმოდგინე სტუმართმოყვარეობამ განაცვიფრა, აგრეთვე შეიტყო, რომ არა უცხოების სახლში მივიდა, არამედ ნაქორის — მამამთავრის ძმის — სახლში, — „სთნდა კაცსა მას, — ნათქვამია, — და თაყუანის-სცა უფალსა" (). გახარებულმა იმით, რაც შეიტყო, და ქალწულის სიტყვებით, „თაყუანის-სცა უფალსა", ანუ მადლობა აღუვლინა მეუფეს, რომელმაც ასეთი კეთილგანწყობა გამოიჩინა მამამთავრის მიმართ და მისი ასეთი მზრუნველობა გამოავლინა, და ყველაფერი ასე წარმატებით მოაწყო, და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან" (). მას შემდეგ, რაც მონამ იხილა ქალწულის კეთილგულობა და ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო, ბოლოს თავადაც უმხელს ქალწულს, ვ...

სრულად ნახვა