...ხება: „ჩემს წელთა ქვეშ". რატომ ეუბნება ასე მამამთავარი? ძველთა ჩვეულება იყო ასეთი; აგრეთვე იმიტომ, რომ აქ იყო ისაკის შობის საწყისი. იმის დასარწმუნებლად, რომ ასეთი ნამდვილად იყო ჩვეულება, შეხედე, როგორ უბრძანებს მონას ხელი იქ დადოს და მაშინვე დაუმატებს: „და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა" (). შენიშნე, როგორ ასწავლის მონასაც ყოვლის შემოქმედის შემეცნებას, რადგან, რომ თქვა: „ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა", ამ სიტყვებით მთელი ქმნილება აღნიშნა. რა იყო ფიცის შინაარსი? „რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ" (). ხედავ, რა ანდერძი მისცა მამამთავარმა თავის მონას? ნუ ტოვებ ამ სიტყვებს ყურადღების მიღმა, არამედ განიზრახე მართლის განზრახვა; განსაჯე, როგორ ძველ დროში ზრუნავდნენ არა იმაზე, რომ ბევრი ფული, სიმდიდრე, მონები ან ამდენი და ამდენი მიწა შეეძინათ, არ ეძებდნენ მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს, არამედ ეძებდნენ სულის სილამაზესა და ზნეობის სიწმიდეს. მამამთავარი, რომელმაც იცოდა ქანაანის მცხოვრებთა გახ...
დაბადება 24:3
2. უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.3. გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;4. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
დაბადება თავი 24