...ანებაზეც ამბობს, რომლის მიხედვითაც ქარანში მოვიდა. „და მაფუცა მე, — ამბობს, — უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით" (). ასე მიბრძანა. მაშინ მე, ამ საქმის სიძნელეებს წარმოვიდგენდი რა და მის სირთულეზე ვფიქრობდი, ვკითხე ჩემს ბატონს: რა იქნება, „უკეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა" ()? მან მითხრა: „უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა". ხოლო თუ ცოლი არ დათანხმდება აქ წამოსვლას, „მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა" (). მაშ, ჩემმა ბატონმა, ამბობს მონა, ასეთი ბრძანება მომცა რა და ამ ლოცვებით გამაცილა, გამომგზავნა, და მე, მისი ლოცვებით გამხნევებულმა, ჭასთან, როცა მოვედი, შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი: **„უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვა...
დაბადება 24:37
36. უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.37. დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,38. არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
დაბადება თავი 24