მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:45

44. ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის.45. ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.46. უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
დაბადება თავი 24
45. ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51):

...დი; და ჯერ კიდევ არ დამემთავრებინა ლოცვა, რომ მაშინვე აღსრულდა და სიტყვა საქმედ იქცა. „და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან... რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და... ვარქუ მას: მასუ მე. და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა" (). ამაში ღვთის აშკარა განგებას ვხედავდი რა, ვკითხე, ვისი ასული იყო. და მისი სიტყვებიდან შევიტყვე, რომ არა უცხოებთან მოვედი, არამედ ნაქორის, ჩემი ბატონის ძმის სახლში, გავბედე და შევთავაზე მას „საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა, და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა... მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს" (). აშკარაა, რომ ეს ღვთის მოწყობილია, რომ ჩემი ბატონის ლოცვები მის წინაშე ავიდა. ახლა, თუ თქვენი მხრიდან თანახმანი ხართ, „უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა" (). შემატყობინეთ ეს, ამბობს, რომ ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო.

თუ არ დათანხმდებით, სხვაგან წავალ...

სრულად ნახვა