მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:47

46. უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.47. ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.48. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
დაბადება თავი 24
47. ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51):

...ნ მოვედი, არამედ ნაქორის, ჩემი ბატონის ძმის სახლში, გავბედე და შევთავაზე მას „საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა, და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა... მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს" (). აშკარაა, რომ ეს ღვთის მოწყობილია, რომ ჩემი ბატონის ლოცვები მის წინაშე ავიდა. ახლა, თუ თქვენი მხრიდან თანახმანი ხართ, „უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა" (). შემატყობინეთ ეს, ამბობს, რომ ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო.

თუ არ დათანხმდებით, სხვაგან წავალ და მივმართავ „მარჯუენით, ანუ მარცხენით" (). მაგრამ რადგან თავად ღმერთი ყველაფერს მამამთავრის ლოცვების მიხედვით წარმართავდა, ქალწულის მამამ და ძმამ მონას უპასუხეს: „უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა" (). შენი თხრობა, ამბობენ, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებით მოხდა; მაშ, ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ ღვთის ნებას წინააღვუ...

სრულად ნახვა