...დაბ 24:50). შენი თხრობა, ამბობენ, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებით მოხდა; მაშ, ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ ღვთის ნებას წინააღვუდგებით: ეს ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. აი, ქალწული „წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან" ().
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67)
ხედავთ, როგორ ზრუნავდნენ ძველ დროში ძეებისთვის ცოლების არჩევაზე? როგორ სიმდიდრეზე სულიერ ღირსებას ამჯობინებდნენ? არ იყო მაშინ ჩანაწერები, ხელშეკრულებები და ის ყველაფერი, რაც დღეს იცის კაცობრიობამ; არ იყო სხვადასხვა პირობები, რომლებიც დღეს საქორწინო ჩანაწერებში შეაქვთ — მაგალითად, თუ ქმარი უშვილოდ მოკვდება, თუ ესა და ეს მოხდება. ძველთ ასეთი არაფერი ჰქონდათ, არამედ მათ ჰქონდათ ჩანაწერი გაცილებით მნიშვნელოვანი და სანდო — სასძლოს ხასიათი. არ იყო მუსიკა, არ იყო ცეკვები. ამას დაინახავ, როცა შეიტყობ, როგორ მიიყვანეს ქალწული სიძესთან. მონამ, ქალწულის მამისა და ძმის სიტყვები რომ მოისმინა, „თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა" (). აი, როგორ, ყოველ შემთხვევაში, მადლობას აღუვლენს ყოვლის უფალს, რადგან თავად უფალი ეხმარებოდა მას ყველაფერში და,...