მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:64

63. გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.64. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.65. უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
დაბადება თავი 24
64. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი"** (დაბ 24:61, 63). ველზე სეირნობდა ისაკი, ამბობს წერილი, და მან დაინახა აქლემები. „და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ, შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ. და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა?" (). შენიშნე ქალწულის კეთილშობილება: ისაკი რომ დაინახა, ჰკითხა, ვინ არის. და, როცა შეიტყო, რომ ეს ის არის, ვისაც მისი შერთვა სურს, იმოსება, როგორც წერილი შენიშნავს, საზაფხულო სამოსით, ხოლო მონამ, მოახლოვებულმა, ყველაფერი დაწვრილებით უამბო ისაკს. შეხედე, საყვარელო, როგორ არ არის აქ არაფერი ზედმეტი და ფუჭი, არ არის ამაო ფუფუნება, არ არის წინწილა, საყვირი და ცეკვა, არ არის უწმაწური ნადიმები, სამარცხვინო სიტყვებით სავსე — ყველაფერი პატიოსანია, ყველაფერი ბრძნულია, ყველაფერი თავდაჭერილია. „ხოლო შევიდა ისაკ, — ნათქვამია, — სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა" (). აი, ცოლებმა ვის მიბაძონ! აი, ქმრებმა ვის მიბაძონ — ისე იზრუნონ სასძლოთა პოვნაზე. მაშ, მითხარი, რატომ ქორწინების თავიდანვე ქალწულის ყურს უ...

სრულად ნახვა