მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:67

66. უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
დაბადება თავი 24
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...ილა, საყვირი და ცეკვა, არ არის უწმაწური ნადიმები, სამარცხვინო სიტყვებით სავსე — ყველაფერი პატიოსანია, ყველაფერი ბრძნულია, ყველაფერი თავდაჭერილია. „ხოლო შევიდა ისაკ, — ნათქვამია, — სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა" (). აი, ცოლებმა ვის მიბაძონ! აი, ქმრებმა ვის მიბაძონ — ისე იზრუნონ სასძლოთა პოვნაზე. მაშ, მითხარი, რატომ ქორწინების თავიდანვე ქალწულის ყურს უხამსო სიმღერებისა და უადგილო ხმაურის სმენით ავსებ? ან არ იცი, რა ადვილად მისაწვდომია სიჭაბუკე ცდუნებისთვის? რატომ ამცირებ ქორწინების ღირსეულ საიდუმლოს? ეს ყველაფერი უნდა განდევნო, ხოლო თავიდანვე ქალწული რიდს უნდა შეაჩვიო. მღვდლები უნდა მოიხმო და ლოცვა-კურთხევით თანაცხოვრებაში ერთსულოვნება განუმტკიცო, რომ სიძის სიყვარულიც გაძლიერდეს და სასძლოს უმანკოებაც განმტკიცდეს, რომ ყველაფერი მათ სახლში სათნოების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი, ეშმაკის მანქანებები განქარდეს და მეუღლეებმა სიხარულით გაატარონ ცხოვრება, ღვთის შემწეობით შეერთებულნი, რომლის მიღწევაც ჩვენ ყველანი ღვთის ნებით ვღირსდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და...

სრულად ნახვა